მარკუს მანილიუსი
მარკუს მანილიუსი - მოღვაწეობდა ჩვ.წ.აღ-ით I საუკუნეში.იგი წარმოადგენდა დიდ ძველრომაელ პოეტსა და ასტროლოგს,რომლის სახელთანაც დაკავშირებულია პირველი ჩვენამდე შემორჩენილი ასტროლოგიური წიგნის – “ასტრონომიკა”-ს დაწერა (ახ.წ.აღ-ით 10-15 წლები).აღნიშნული ნაწარმოები მარკუსის მიერ დაწერილ იქნა ლექსის ფორმის ჰეგზამეტრის სტილით (ძველ რომაულ ლექსთწყობაში: ექვსმუხლიანი დაქტილული ტაეპი).მარკუს მანილიუსის ბიოგრაფიის შესახებ ცნობილი თითქმის არაფერია,თუმცა არსებობს რამდენიმე დაუდასტურებელი ვერსია,მათ შორის ერთ-ერთი ვერსიის თანახმად იგი წარმოადგენდა განთავისუფლებულ მონას,რასაც ამტკიცებდა დიდი რომაელი ძველრომაელი მწერალი,ისტორიკოსი და მოაზროვნე – გაიუს სვეტონიუს ტრანკვილიუსი.მისი ცნობების თანახმად რომში ჩამოყვანილ იქნა ცნობილი გრამატიკოსი-მონა სტაბერიუს ეროტი და მასთან ერთად ვინმე ანტიოქე.მათ ერთად მოიპოვეს თავისუფალი მოქალაქის სტატუსი,რის შემდეგაც ანტიოქემ გადაიქრქვა სახელი და მას შემდეგ ეწოდა მანილიუს ანტიოქე,თუმცა მკვლევარები ამ ცნობას არასანდოდ მიიჩნევენ და შესაბამისად ამ გადმოცემას მხარსაც არ უჭერენ.მარკუსმა თავისი პირველი პოემებისა და ლექსების წერა დაიწყო,რომის რიგით მეორე იმპერატორის – ტიბერიუს კლავდიუს ნერონის მმართველობისას (მისი მმართველობის პერიოდს უკავშირდება გოლგოთაზე უფალი ჩვენი იესო ქრისტეს ჯვარცმა) და უკანასკნელი პოემები დაწერა გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსის მმართველობისას. (ავტორი გენია.ჯი) მის სახელთან არის დაკავშირებული პირველი “ასტროლოგიური სახლები”-ს,იგივე “ჰოროსკოპის სახლის” სისტემის გამოჩენა,მისსავე დაწერილ პოემაში “ასტრონომიკა”,რომელიც ანტიკური პერიოდისათვის ერთ-ერთ საუკეთესო და პოპულარულ პოემად მიიჩნეოდა.მარკუს მანილიუსის პოემის “ასტრონომიკა”-ს,პირველი ბეჭდვითი სახით გამოჩენა უკავშირდება,ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი ასროლოგის,ასტრონომისა და მათემატიკოსის – რეგიომონტანის (1436-1476 წლები) სახელს,რომელმაც გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში 1472 წელს გამოსცა იგი.მოგვიანებით კი 1903-1930 წლებში,მარკუს მანილიუსის შემოქმედება და მოღვაწეობა 5 ტომად იქნა გამოცემული დიდი ინგლისელი პოეტის – ალფრედ ედვარ ჰაუსმანის მიერ. (ავტორი გენია.ჯი)