რიჩარდ ნათანიელ რაიტი

რიჩარდ ნათანიელ რაიტი - დაიბადა 1908 წლის 4 სექტემბერს მისისიპის შტატში მდებარე ფრანკლინის ოლქის ქალაქ როკსში (ამერიკის შეერთებული შტატები).იგი გახლდათ ის გენიალური ამერიკელი მწერალი,რომელსაც მოიხსენიებდნენ,როგორც – “შავი ბიჭი”.გარდა ამისა,რიჩარდი აღიარებულია,აფრო-ამერიკული წარმომავლობის მქონე ყველაზე მნიშვნელოვან მწერლად ამერიკული ლიტერატურის ისტორიაში.იგი არის ავტორი ისეთი შესანიშნავი ნაწარმოებისა,როგორიცაა – “ამერიკის შვილი”.ბავშვობა ნათჩეზში გაატარა.მშობლები მისი დაბადებიდან მალევე გაეყარნენ,ამიტომ იგი სხვა დედმამიშვილებთან ერთად დედას თავის მშობლებთან გაჰყვა.მე-9 კლასის დასრულების შემდეგ,სკოლა მიატოვა.თექვსმეტი წლის იყო,როდესაც პირველი პუბლიკაცია გამოაქვეყნა ადგილობრივ გაზეთში.1927 წელს ჩიკაგოში გადავიდა,სადაც თეფშების მრეცხავად დაიწყო მუშაობა. (ავტორი გენია.ჯი) ასევე იმუშავა მტვირთავად,მოსამსახურედ.რიჩარდი არ თაკილობდა არანაირ სამსახურს,რადგან ეს ერთადერთი წყარო იყო მისი არსებობისა.მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა,მაინც მოახერხა და დამოუკიდებლად მიიღო განათლება.1932 წელს გაერთიანდა ამერიკელი სოციალისტი მწერლის – ჯონ რიდის კლუბში,სადაც კომუნისტებს დაუახლოვდა.თავდაპირველად ლექსებს წერდა,თუმცა მისი პირველი სერიოზული ნაწარმოები გახლდა 1938 წელს დაწერილი – “ბიძია თომას შვილები”,რომელმაც მას სახელი და ერთ-ერთი ლიტერატურული პრემიაც მოუტანა.1939 წელს კი მიიღო “გუგენჰეიმის სტიპენდია”,რამაც მას მისცა საშუალება დაეწერა მისი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები – “ამერიკის შვილი” 1940 წელს.ამავე პერიოდში დაწერა ავტობიოგრაფიული ნაწარმოები – “შავი მოთხრობა”.აღსანიშნავია,რომ ის პირველი ამერიკელი მწერალი იყო,რომელმაც ძლიერი სიმბოლური დატვირთვის მქონე კლასიკური პოეტური ფორმა – “ჰაიკუს” ჟანრში დაიწყო მუშაობა.იგი თავის ნაწარმოებებში მწავედ აკრიტიკებდა უსამართლობას,რასიზმს და პატივს სცემდა პატიოსან,სამართლიან,შრომისმოყვარე ადამიანს.სიცოცხლის ბოლო წლებში გულმხურვალედ ეკიდებოდა აფრიკის ხალხთა გამათავისუფლებელ მოძრაობას.იმოგზაურა აფრიკაში და დაწერა პუბლიცისტური ხასიათის წიგნი – “შავი სამეფო”.რიჩარდ რაიტი გარდაიცვალა 1960 წლის 28 ნოემბერს პარიზში.მინიჭებული ჰქონდა უამრავი პრემია,ხოლო მისი რომანი – “ამერიკის შვილი”,კი მსოფლიო ბესცელერად იქცა,რომლის წაკითხვის შემთხვევაში მკითხველი ნამდვილად ვერ დარჩება გულგრილი ამ ნაწარმოების მიმართ. (ავტორი გენია.ჯი)