კარლოს ფუენტესი “მარტოობის ასი წლის” შესახებ წერდა…
დიდი მექსიკელი მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე - კარლოს ფუენტესი (1928-2012 წლები), გაბრიელ გარსია მარკესის მსოფლიო ბესტსელერად ქცეული რომანის – “მარტოობის ასი წლის” შესახებ,მეგობარ ხულიო კორტარასისადმი მიწერილ წერილში წერდა:
“ეს-ესაა დავასრულე მარტოობის ასი წლის კითხვა – ამ სულისშემძვრელი და სევდიანი ქრონიკის,იმგვარი სიცოცხლით სავსე პროზის,რომელიც ბოლომდე ათავისუფლებს ადამიანურ წარმოსახვას!თითქოს მეც ძალა მომემატა,თითქოს ყველა ჩემს მეგობარს ჩამოვრთვი ხელი…მე ახლა ლათინოამერიკული დონ-კიხოტი მიდევს წინ,ოღონდ მისი მთავარი გმირი ჯუნგლებსა და მთებში დაბორიალობს,გოჯი მშრალი მიწა ვერ უპოვია და იძულებულია,საკუთარ ოთხ კედელში გამომწყვდეულმა,ახალი სამყარო თავადვე გამოიგონოს – ეს ლამის კიდევ ერთი შესაქმეა,ფანტაზიის დაუსაზღვრავი გაქანება – სწორედაც რომ სერვანტესისეული,როცა სინამდვილე მუდმივად ღვთაებრივსა და წარმოსახულში იხლართება!” (ავტორი გენია.ჯი)