ოქტავიო პაზი
ოქტავიო პაზი - დაიბადა 1914 წლის 31 მარტს მეხიკოში,ცნობილი ადვოკატის,ჟურნალისტისა და პოლიტიკური მოღვაწის ოჯახში.იგი გახლდათ დიდი მექსიკელი პოეტი,ესეისტი და კულტუროლოგი.მიუხედავად იმისა,რომ ოჯახი მისგან მოითხოვდა უმაღლეს სასწავლებელში გამოცდების ჩაბარებას,მან ამაზე უარი განაცხადა.შესაბამისად უმაღლესი საუნივერსიტეტო განათლება არ მიუღია.თუმცა ამ ფაქტს მის შემოქმედებაზე გავლენა არ მოუხდენია.ოქტავიოს სამწერლო ასპარეზზე პირველი გამოჩენა 1933 წელს განხორციელდა,რა გამოაქვეყნა ლექსების კრებული,სახელწოდებით – “ველური მთვარე”.იგი აქტიურად იყო ჩართული ანტი-ფაშისტურ მოძრაობაში.მონაწილეობა მიიღო ვალენსიის მწერალთა კონგრესში 1937 წელს.მანამდე კი,1936 წელს დაწერა და გამოაქვეყნა ახალი ლექსების კრებული – “ისინი ვერ წავლენ”. (ავტორი გენია.ჯი) მეგობრობდა ცნობილ ფრანგ სურეალისტ ხელოვნებთან.1944-45 წლებში ცხოვრობდა ამერიკაში.შემდგომში კი დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა საფრანგეთსა და ინდოეთში.იმოგზაურა ევროპასა და ამერიკაში,რა დროსაც გამოაქვეყნა ნაშრომი სტალინის მიერ შექმნილი “გულაგების” შესახებ.აღნიშნული ნაშრომის გამო,კომუნისტებისაგან არა ერთი დეზინფორმაციის მსხვერპლი შეიქნა.მსოფლიო აღიარება ოქტავიოს მოუტანა მისმა პირველმა პროზაულმა ესეებმა – “მარტოობის ლაბირინთი”,სადაც ასახული გახლდათ მექსიკელთა ეროვნული ისტორიის ბუნება და ნიშან-თვისებები.მისი პოეზია შეიცავდა სურეალისტურ სიუჟეტებს.დაწერა მონოგრაფიები,ცნობილ მექსიკელ პოეტზე – ხუან დე ლა კრუსზე.მექსიკურ ენაზე თარგმნა – ბიოსეს,პესოასა და აპოლინერას შემოქმედება.გამოსცა ჟურნალები – “ტალერი” და “პლურალი”.გარდა ამისა,1976 წლამდე რედაქტორობდა ჟურნალ – “მოსახვევს”.იგი იყო მექსიკური ენის აკადემიის,ამერიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის აკადემიების საპატიო წევრი.წარმოადგენდა რიგი ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტები სასაპატიო დოქტორს.1977 წელს დაჯილდოებულ იქნა – “იერუსალიმის პრემიით”.ასევე იგი დაჯილდოებულ იქნა სერვანტესის,ნოიშტადტის,რეიესისა და სხვა ცნობილი პრემიებით.ყველაზე დიდი და პრესტიჟული ჯილდო,”ნობელის პრემიის” სახით,მიენიჭა 1990 წელს,ლიტერატურის დარგში.ოქტავიო პაზი გარდაიცვალა 1998 მშობლიურ მეხიკოში.მისი ნაწარმოებები ერთობ დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მარტო მექსიკაში,არამედ მოფლიოშიც,ამიტომ ოქტავიოს შემოქმედება თარგმნილია უამრავ უცხო ენაზე. (ავტორი გენია.ჯი)