პაულ თომას მანის შემოქმედებიდან…
რა არის დრო? საიდუმლოება – უსახელო და ყოვლისმძლე,მოვლენათა სამყაროს განმსაზრვრელი პირობა,მოძრაობა,გადაჯაჭვული და შერწყმული სივრცეში სხეულების განლაგებასა და მოძრაობასთან.იარსებებდა კი დრო,მოძრაობა რომ არ ყოფილიყო? ან მოძრაობა კი იარსებებდა დროის გარეშე? კითხვა კითხვად რჩება! არის თუ არა დრო სივრცის ფუნქცია ან პირიქით? ან იქნებ ისინი ერთმანეთის იდენტურნი არიან? აქაც მხოლოდ კითხვას ვსვამთ! (ავტორი გენია.ჯი) დრო მოქმედია,მას ზმნით გამოსახატავი თვისება გააჩნია,იგი “იწვევს”,მაგრამ რას? ცვლილებას! “ახლა” და “მაშინ” ერთი და იგივე არ არის,”აქ არ არის “იქ”,რადგან მათ შორის მოძრაობა ძევს,მაგრამ ვინაიდან მოძრაობა,რის მეშვეობითაც დროს ვზომავთ,წრიულია და თავის თავში ჩაკეტილი,ამიტომ ასეთი მოძრაობისა და ცვლილებისათვის ასევე თავისუფლად შეიძლებოდა სიმშვიდე და უძრაობა გვეწოდებინა – “მაშინ” ხომ გამუდმებით მეორდება “ახლაში”,”აქ” კი ცნებაში “იქ”.რაკი შემდეგ სასრული დრო და შემოსაზღვრული სივრცე ძალღონის უსაშველოდ დაძაბვის ფასადაც კი ვერ წარმოიდგინეს,გადაწყვიტეს დრო და სივრცე მარადიულად და უსასრულოდ “გაეაზრებინათ”,ალბათ იფიქრეს,ასეთი განსაზღვრა საუკეთესო თუ არა,სხვაზე ოდნავ უკეთესი მაინც ხომ არისო.მაგრამ განა “მარადიულისა” და “უსასრულოს” შემოღება ყოველივე შემოსაზრვრულისა და სასრულის ლოგიკური გაანგარიშების გზით განადგურებას,შესაბამისად კი მათ ნულამდე დაყვანას არ ნიშნავს? განა მარადისობაში შესაძლებელია თანამიმდევრობის ანდა უსასრულობაში თანამეზობლობის არსებობა? როგორ შეუთავსდება მარადიულისა და უსასრულოს იძულებით ვარაუდს ისეთი ცნებები,როგორებიცაა დაშორება,მოძრაობა,ცვლილება,ან თუნდაც კოსმოსში შემოსაზღვრული სხეულების არსებობა? აი,კითხვები,თუ გნებავთ,ეს არის! (ავტორი გენია.ჯი)