პეტერ ჰუხელი
პეტერ ჰუხელი (ნამდვილი სახელი - ჰელმუტ ჰუხელი) - დაიბადა 1903 წლის 3 აპრილს ლიხტერფერდეში,ბერლინთან ახლოს.იგი გახლდათ გამოჩენილი გერმანელი პოეტი.1923-1926 წლებში ფილოსოფიას სწავლობდა ბერლინში,ფრაიბურგსა და ავსტრიის დედაქალაქ ვენაში.პირველ ლექსებს აქვეყნებს 1924 წელს,რის შემდეგადაც 1927-1930 წლებში იმოგზაურა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.1930 წელს სახელად აიღო – პეტერი,რის შემდეგადაც მას ამავე სახელით მოიხსენიებენ კიდეც.მეგობრობდა დიდ გერმანელ ფილოსოფოსთან – ერნესტ ბლოხთან,გერმანელ პოლიტიკოსთან და ეკონომისტთან ფრიც შტენბერგთან და გერმანელ მწერალთან – გიუნტერ აიხთან.პეტერი არა მარტო პოეზიით იყო გატაცებული,არამედ აქვეყნებდა წერდა პიესებსაც გერმანული რადიოსათვის. (ავტორი გენია.ჯი) მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში რიგითად.1945 წელს ტყვედ იქნა აყვანილი საბჭოთა ჯარების მიერ.განთავისუფლების შემდეგ მუშაობდა აღმოსავლეთ გერმანულ რადიოში (1945-1948 წლებში).1949 წელს რედაქტორობდა ჟურნალს – “აზრი და ფორმა”,დაარსებულს ცნობილი გერმანელი პოეტის – იოჰან ბეხერემის მიერ.1971 წლამდე ცხოვრობდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში,თუმცა მის მიმართ 1961 წლიდან იდეოლოგიური ომის წარმოება დაიწყო “წითელმა რეჟიმმა”,რის გამოც იგი 1971 წლამდე,ფაქტიურად შინაპატიმრობაში იმყოფებოდა,საიდუმლო პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ.1971 წელს კი მიიღო უფლება დაეტოვებინა ქვეყანა და გადავიდა რომში,ხოლო მოგვიანებით კი ჩავიდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.მისი შემოქმედება შედგება პოეტური გამოცემებისაგან – “ლექსები” (დაწერილი 1948 წელს),”ვარსკვლავები” (დაწერილი 1968 წელს),”შარაგზები,შარაგზები” (დაწერილი 1963 წელს),”დათვლილი დღეები” (დაწერილი 1972 წელს),”მეცხრე საათი” (დაწერილი 1979 წელს) და სხვა პოეტური კრებულები.მოგვიანებით მისი პოეზია თანდათან გადავიდა ურითმო,შინაგან რიტმზე დაფუძნებულ ლექსებზე.მისმა ლირიკამ კი ფილოსოფიური ხასიათი მიიღო.ჰუხელს მიღებული აქვს გერმანულენოვანი ქვეყნების ბევრი სალიტერატურო პრემია,ავსტრიის სახელმწიფო პრემია მიენიჭა 1972 წელს.მას მიენიჭა ასევე ბავარიის ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრის ტიტული და სხვა ბევრი პრემია.პეტერ ჰუხელი გარდაიცვალა 1981 წლის 30 აპრილს,შტაუფენ-იმ-ბრაისგაუში. (ავტორი გენია.ჯი)