ჰენრი უოდსუორთ ლონგფელო
ჰენრი უოდსუორთ ლონგფელო - დაიბადა 1807 წლის 27 თებერვალს პორტლენდში,იორკშირელთა ოჯახში,რომლებიც ამერიკაში XVII საუკუნეში გადასახლდნენ.იგი გახლდათ გამოჩენილი ამერიკელი პოეტი,პედაგოგი და ავტორი ისეთი ცნობილი ნამუშევრებისა,როგორებიც არის - “ჰაიავათას სიმღერა”,”ევანჯელინა” და “რევერეს მგზავრობა”.ლონგფელო,მოგვიანებით გახდა ერთ-ერთი წევრი პოეტური ჯგუფისა - Fireside Poets.მისი ოჯახი მტკიცედ იცავდა პურიტანულ ტრადიციებს.ბავშვობა მშობლიურ ქალაქში გაატარა.ბევრს კითხულობდა.განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ირვინ ვაშინგტონის ნაწარმოებების გაცნობით.სწორედ მისმა შემოქმედებამ ითამაშა გადამწყვეტი როლი ჰენრის შემოქმედებით გზად – პოეზიის არჩევაში.საუნივერსიტეტო განათლება ბრუნსვიკში მიიღო. (ავტორი გენია.ჯი) იმოგზაურა ევროპაში სადაც შეისწავლა რამდენიმე უცხო ენა.იგი ჯერ ხდება პროფესორი ბრუნსვიკის უნივერსიტეტის,ხოლო შემდგომ ჰარვარდის უნივერსიტეტისა.ინგლისურ ენაზე თარგმნა რამდენიმე ნაწარმოები ესპანური ენიდან.ჰენრი უოდსუორტ ლონგფელომ,თავისი მოგზაურობის შესახებ დაწერა საკმაოდ საინტერესო წიგნი.1830-იანი წლების დასასრულიდან მთელი თავისუფალი დრო პოეზიას მიუძღვნა.1839 წელს გამოსცა თავისი პირველი ლექსების კრებული – “Voices of the night”,ხოლო მოგვიანებით კი ავტობიოგრაფიული რომანი – “Hyperion”,თუმცა ამ რომანს წარმატება წილად არ ხვდომია.1841 წელს გამოაქვეყნა ლირიკული კრებული,სახელწოდებით – “Ballads and other poems”,სადაც შეტანილ იქნა ცნობილი ლექსები - Excelsior-სა და Poems on slavery.მალე ჰენრიმ ლირიკული პოეზიის ჟანრიდან გადავიდა ეპიკური ჟანრის პოემის შექმნაზე.1847 წელს გამოაქვეყნა პოემა – “Evangeline”,რომელიც ეძღვნებოდა ფრანგების ამერიკაში პირველად ჩასვლის ისტორიას.აღნიშნული პოემის გამოქვეყნების შემდეგ,იგი აღიარებულ იქნა – “ეროვნულ პოეტად”.გჰარდა ამისა,მან კიდევ არა ერთი ეპიკური ჟანრის პოემა დაწერა,რომლებმაც მის შემოქმედებას კიდევ უფრო გაუთქვა სახელი.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ჰენრი იყო პირველი ამერიკელი,რომელმაც თარგმნა გენიალური დანტე ალიგიერის – “ღვთაებრივი კომედია”.1882 წლის 24 მარტს ჰენრი უოდსუორთ ლონგფელო გარდაიცვალა ინგლისის ქალაქ კემბრიჯში.მისი შემოქმედება კი თარგმნილია უამრავ უცხო ენაზე და აქტუალური მკითხველის ნაკლებობას დღესაც არ განიცდის. (ავტორი გენია.ჯი)