Tag Archives: “ბესიკისა და მზეჭაბუკ ორბელიანის პაექრობა”
“ბესიკისა და მზეჭაბუკ ორბელიანის პაექრობა”
„მზეჭაბუკი”-ს ანუ, როგორც ჩვეულებრივ ეძახდნენ – ჭაბუა ორბელიანის ბიოგრაფიიდან მხოლოდ ზოგი რამ არის ცნობილი. 1777-1791 წლებში იგი ერეკლე II-ის მდივანბეგი იყო. გრიგოლ ბატონიშვილის დახასიათებით, ჭაბუა ფრიად განათლებული, გონებასხარტი, ენამოსწრებული “შემაქცევარი კაცი” ყოფილა, რის გამოც მეფე ერეკლეს ძალიან უყვარდა თურმე იგი.