Tag Archives: დეა ცუცქირიძის მოთხრობიდან – “ჩემი თეთრი მონაზონი”
დეა ცუცქირიძის მოთხრობიდან – “ჩემი თეთრი მონაზონი”
“რატომ მოდის ადამიანი ქვეყნად? ვიღაც ქოხში იღვიძებს,სხვა კი სასახლეში,მაგრამ გაღვიძებით ყველამ უნდა გაიღვიძოს,მერე ზოგიერთი ფეხებს ფარჩის ქოშებში ჰყოფს,ზოგი კი მობრეცილ ფლოსტში,მაგრამ ამასაც ყველა აკეთებს… გააგრძელოს? “ყველანი სიკვდილის შვილები ვართ და იქ მაინც ვიქნებით თანასწორიო”,მაგრამ ჩვენ ხომ სიცოცხლეშიც ერთნაირი ბედი გვარგუნა უფალმა?