Tag Archives: თვითმუმიფიცირება
თვითმუმიფიცირება
მსოფლიო ისტორიაში პირველი “თვითმუმიფიცირების” პრაქტიკას სათავე დაუდო ჰეუანის პერიოდის ერთ-ერთმა უდიდესმა რელიგიურმა მოღვაწემ და სინგონის ბუდისტური სკოლის იაპონელმა ფუძემდებელმა – კუკაიმ (774-835 წლები). 61 წლის ასაკში მყოფი კუკაი ვაკაიამას პრეფექტურაში მდებარე კოიას წმინდა მთაზე განმარტოვდა,უარი განაცხადა საკვებისა და წყლის მიღებაზე და მედიტაციას მიეცა.