Tag Archives: ლუკიანოსი – “ქებათა ქება სამშობლოს”
ლუკიანოსი – “ქებათა ქება სამშობლოს”
სამშობლოზე უტკბესი არაფერიაო, – გვსმენია მრავალგზის,მართლაც,არსებობს განა რაიმე სამშობლოზე უამესი,უდიდესი და უღვთაებრივესი? ყოველივე იმის მიზეზი და მასწავლებელი,რასაც ადამიანები წმიდად და საღვთოდ მიიჩნევენ,ხომ სამშობლოა? ვინაიდან იგია მათთვის სიცოცხლის მომცემი,გამომკვებელი და მზრდელი.