Tag Archives: მეფის რუსეთში არსებული პროსტიტუციის შესახებ…
მეფის რუსეთში არსებული პროსტიტუციის შესახებ…
მეფის რუსეთში ორი ფორმის პროსტიტუცია იყო გავრცელებული: ოფიციალურად აღიარებული,ანუ ლეგალური და საიდუმლო,ანუ არალეგალური (იატაქვეშა).პირველ მათგანს სახელმწიფო აკონტროლებდა და საკმაოდ კარგ შემოსვალსაც იღებდა.აი,მეორე მათგანს კი “თვითშემოქმედებითი” ხასიათი ჰქონდა და შესაბამისად,სახელწმიფო მისგან ვერანაირ ხეირს ვერ ნახულობდა.საყურადღებოა ისიც,რომ ლეგალურ “სიყვარულის სახლებში” (საროსკიპოებში) “დასაქმებულებს” ბევრად სჭარბობდა არალეგალურად მოქმედი მეძავები.ამიტომ მეფის რუსეთში ბევრად უფრო წარმატებით ფუნქციონირებდა ეგრეთ წოდებული – “სიყვარულის შავი ბაზარი”,სადაც ლეგალურად მოქმედი “სიყვარულის სახლებისაგან” განსხვავებით,გაცილებით მცირე საფასური იყო გადასახდელი.