Tag Archives: პუი – “ეპიზოდი”

აისინიგიორო პუი – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,ჩინეთის უკანასკნელმა იმპერატორმა - აისინიგიორო პუიმ (1906-1967 წლები),თავისი ცხოვრების განმავლობაში უამრავი განსაცდელი გამოიარა.ტახტზე ასვლისას სამი წლის ასაკში მყოფმა (ჩინეთში ადამიანის ასაკს მისი ჩასახვის დროიდან ითვლიან.შესაბამისად,”ტახტზე ასვლის დიდი ცერემონიისას” პუი ორი წლის გახლდათ) აისინიგიორომ ბავშვური გულუბრყვილობით განაცხადა: “არ მინდა აქ დარჩენა! სახლში მინდა!” – და ეგებ მისთვის ჯობდა კიდეც სახლში რომ გაეშვათ.