Tag Archives: სერგო კლდიაშვილი – “დავით კლდიაშვილი”
სერგო კლდიაშვილი – “დავით კლდიაშვილი”
1930 წლის ივნისის ოცდაცხრას თბილისში დავით კლდიაშვილის იუბილე იმართებოდა.ამის შესახებ გაზეთებში ადრევე იბეჭდებოდა ცნობები,ჟურნალებში თავსდებოდა წერილები.დედა და მამა იმხანად სიმონეთში ცხოვრობდნენ.თუმცა სოფელში გაზეთები მოსდიოდათ და იქიდანაც შეეძლოთ ყველაფერი გაეგოთ,მე მაინც ხშირად ვწერდი მათ მომავალი იუბილეს სამზადისზე.უმთავრესად მაინტერესებდა დედის პასუხი, – რა შთაბეჭდილებას ახდენდა ეს ამბავი დავითზე,რას განიცდიდა?