Tag Archives: სესილია თაყაიშვილის საიუბილეო წერილი ვერიკო ანჯაფარიძეს…

სესილია თაყაიშვილის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო წერილი ვერიკო ანჯაფარიძეს…

“ვერიკო! ახლაც მახსოვს ის დღე,პირველად რომ გნახეთ.თუ არ ვცდები,ეს იყო 1922 წელი.რუსთაველის თეატრის ფოიეში ვიდექი ამხანაგებთან ერთად.მაშინ მე სტუდიაში ვსწავლობდი,თქვენ კი უკვე მსახიობი იყავით.გამოიარეთ და რატომღაც მე მთხოვეთ პომადა,რომელიც არ მქონდა.შეგხედეთ და გავოცდი – თქვენ გეცვათ ყვითელ-მწვანედ ნაქსოვი კაბა.თვალი ვერ მოგწყვიტეთ.ისე არაჩვეულებრივად მიმზიდველი იყავით, და ასეთი დარჩით მთელი სიცოცხლე.