Tag Archives: სიყვარული
“ამაღელვებელი ისტორია”
ერთი ჭკუითა და სიბრძნით გამორჩეული ხანშიშესული ბებო ამბობდა: “მე ერთადერთს – შვილიშვილებს ვუხრი თავს, და ესეც მხოლოდ იმისათვის,რომ ისინი ჩემს მხრებზე მოხერხებულად მოკალათდნენ და ასე ვატარო მანამ,სანამ ეს მათ დასჭირდებათო”.ბებიებისა და ბაბუების დამოკიდებულება შვილიშვილებისადმი,იმთავითვე უდიდესი სიყვარულისა და სითბოს თვალნათელი გამოხატულება გახლდათ და ასე იქნება მანამ,სანამ კაცობრიობის მიერ დანთებული სანთელი ანათებს დედამიწას.