Tag Archives: სოლომონ დოდაშვილი – “უმანკოება”

სოლომონ დოდაშვილი – “უმანკოება”

“სიხარული ბრწყინავს თვალთა შინა მისთა. – იგი განიღიმავს მსგავსად გაზაფხულის დილისა. – ბრტყელსა შუბლსა მისსა გამოიხატების სულიერი სიმშვიდე და განსვენებულება. – დაუჭკნობარნი ვარდნი და ზამბახნი ჰყვავიან მის ღაწვთა ზედა. – ახოვნება მისი ემსგავსების სწორესა შტოსა ნარნარის ნარგიზისასა. – ცელქნი ნიავნი გარემო შეფრფინვიან მას,შემოსენ ლბილსა,სპეტაკსა სამოსსა და მასზედა აღქრფვევენ განშლილთა თმათა მისთა.