Tag Archives: სპარტელთა აღზრდა…
სპარტელთა აღზრდა…
გენიალური სპარტელი კანონმდებელი – ლიკურგე (ძვ.წ.აღ-ით IX-VIII საუკუნეები) ირწმუნებოდა: “ბავშვები სახელმწიფოს კუთვნილებაა და არა მამებისო”, – სწორედ ამიტომ სურდა მას,რომ სპარტის მომავალი მოქალაქეები საუკეთესო ადამიანებისაგან წარმოშობილყვნენ და არა შემთხვევითი პიროვნებებისაგან.მის მიერ შემოღებული კანონები სრულიად ბუნებრივად ესადაგებოდა სახელმწიფოს გაჯანსაღების საქმეს.