შაჰბანუ – სპარსული ენიდან თარგმანით აღნიშნავს იმპერატრიცას ანუ ქალ იმპერატორს.აღნიშნული ტიტული უკანასკნელად, 1967 წელს მიენიჭა ირანის ბოლო შაჰისა და ფეჰლევის დინასტიის ასევე ბოლო წარმომადგენლის – მოჰამედ რეზა ფეჰლევის რიგით მესამე ცოლს – ფარაჰ ფეჰლევის (ქალიშვილობის გვარი – დიბა).