Tag Archives: ჰეროდოტე – “სკვითების ზნე-ჩვეულებები”

ჰეროდოტე – “სკვითების ზნე-ჩვეულებები”

სკვითები შავიზღვისპირა თვალუწვდენელი ველის ერთი ბოლოდან მეორეში დაეხეტებოდნენ.მათ არც ქალაქები ჰქონდათ და არც სოფლები,არც ხნავდნენ,არც თესავდნენ – მესაქონლეობას მისდევდნენ.მათი კარვები ოთხთვალებზე იდგა და როცა უნდოდათ და საითაც უნდოდათ,იქით იზამდნენ პირს.მტერი ვერც დაეწეოდა და ვერც გაექცეოდა – უძლეველები იყვნენ.