Tag Archives: ამონარიდები ედიშერ ყიფიანის რომანიდან – “ცაში ასროლილი ქუდები”

ამონარიდები ედიშერ ყიფიანის რომანიდან – „ცაში ასროლილი ქუდები”

„შეცდომები დაუშვიო”, – რომ არ ვცდებოდე, აღარც ვიარსებებდი. ღმერთი იმიტომ აღარ არსებობს, რომ არაფერში არ ცდებოდა, ადამიანებს იმიტომ შეეპარათ ეჭვი მის არსებობაში. შეცდომების ჩამდენ ღმერთს, ყოვლისშემძლეს, მაგრამ ადამიანურს, ალბათ, დღესაც იწამებდა ყველა ჩვენგანი. „შეცდომები დაუშვიო”, ვითომ დაბადებულიყოს ვინმე და უშეცდომოდ ეცხოვროს”.