Tag Archives: ანტონ ფურცელაძის რომანიდან – “მაცი ხვიტია”

ამონარიდები ანტონ ფურცელაძის რომანიდან – „მაცი ხვიტია”

„შიმშილი არის ყველას გამბედველი. კაცთა თავისი თავი ყველას ურჩევნიან. კაცის თვისება და აგებულება ისეთია, რომ თავის გარეშე სხვა ყველას ისე უყურებს, როგორც თავის რჩენისა და კეთილდღეობის ღონისძიებას. შიმშილი არის პირველი შემძვრელი კაცისა. ქვეყანა არის სარკე კაცისა. შიმშილი აღვიძებს კაცის გულში სურვილსა, რომელსაც უეჭველი დაკმაყოფილება უნდა, თუნდაც რომ კაცი თვით რკინის ხასიათისა იყვეს, სურვილს იკლავენ ძარცვითა და მტაცებლობით”.