ამონარიდები ანტონ ფურცელაძის რომანიდან – „მაცი ხვიტია”
„შიმშილი არის ყველას გამბედველი. კაცთა თავისი თავი ყველას ურჩევნიან. კაცის თვისება და აგებულება ისეთია, რომ თავის გარეშე სხვა ყველას ისე უყურებს, როგორც თავის რჩენისა და კეთილდღეობის ღონისძიებას. შიმშილი არის პირველი შემძვრელი კაცისა. ქვეყანა არის სარკე კაცისა. შიმშილი აღვიძებს კაცის გულში სურვილსა, რომელსაც უეჭველი დაკმაყოფილება უნდა, თუნდაც რომ კაცი თვით რკინის ხასიათისა იყვეს, სურვილს იკლავენ ძარცვითა და მტაცებლობით”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველა იმას სწავლობს, რასაც ხედავს. ყველა იმას მოქმედებს, რასაც სხვები სჩადიან. რაც არ უსწავლია კაცს, იმის წარმოდგენაც არ შეუძლიან”.
* * *
„ყველა კაცი არის ბუნების შვილი. ბუნება ყველა კაცს ბუნებითად აძლევს მხოლოდ ჯანსა და გონებას, რომლითაც უნდა იცხოვროს ყოველმა კაცმა. გარდა ჯანისა და გონებისა კაცს საკუთრება არა აქვს ბუნებად დაყოლილი. სხვა ყველა ეკუთვნის ბუნებასა. კაცმა თავისის შრომით უნდა გამოიტანოს ბუნებიდან საცხოვრებელი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რა არის საკუთრად დანაშაული? დანაშაული მხოლოდ ის არის, როდესაც კაცი დარწმუნებუალია, რომ ესა და ეს საქმე ცუდია, შეუძლიან, რომ ეს ცუდი საქმე არ მოახდინოს, და მაინც და მაინც მოახდენს. როდესაც კაცი სრულიად დარწმუნებულია, რომ ჩადის კარგ საქმესა, და ეს ამისი მოწონებული საქმე სხვის თვალში არ ვარგა და არც იცის, თუ ეს სხვისთვის ცუდიაო, ეს დანაშაულად არავის არ ჩაუვარდება. აგრეთვე, როდესაც კაცი, თუმცა დარწმუნებულია, რომ ეს საქმე ცუდიაო, მაგრამ სხვა ღონე არა დარჩენია რა, რომ უნდა ჩაიდინოს, არც ეს არის დანაშაული, რადგან ამაზედ არ იყო ამ საქმის ჩადენა დამოკიდებული. ამგვარი შეცოდებანი ისეთებივე არიან, როგორც, მაგალითად, უცაბედი სამქენი. უცაბედობისათვის არა სჯის კანონი იმიტომ, რომ ან არ იცოდა, რომ მოხდებოდაო ან არ უნდოდაო”.
* * *
„როგორც ხალხი არის წამხდარი ცუდის მაგალითებით, რომელსაც ისე ხედავს თავის გარშემო, როგორც არის წამხდარი ცუდის გაზრდილობითა, ისე ამ ხალხს გააკეთებს მხოლოდ კარგი მაგალითი და კარგი გაზრდილობა. როგორც კაცს აქნევინებს შიმშილი და სიღარიბე ცუდს საქმეებსა, ისე როცა ჩააგდებ ხალხს კარგს მაგალითებში, კარგს გაზრდაში და მისცემ ცხოვრებისა და შრომის სახსარსა, ის შეიძლება გახდეს კარგი და კეთილი. ამის გამო არის უპირველესად საჭირო, რომ გახადოთ ყველა კაცი თავის საქმეში თავისუფალი, მხოლოდ იმ თავისუფლებით არ ავიწროებდეს სხვის თავისუფლებას, რამდენადაც საზოგადო წრეში იმას ეს თავისუფლება ერგება; მიეცით ხალხს ადგილი სახელმწიფო საქმეებსა და მმართველობაში. დაუმართეთ გზები, მიეცით საყოველთაო სწავლა, სწავლა ნამდვილი, რომელიც ავითარებდეს იმას ბუნების კანონების გამოკვლევასა და მოვლენებში და საზოგადო კანონებსა და მოვლენებში. მიეცით საღსარი, რომ არ შეეძლოს ერთს მეორეზე წარმატება. ამ გზაზედა დგას დღეს საფრანგეთი; ყოველის თვით ძალით ამაზედ დგანან და ზოგში კიდეც მიუხწევიათ ამერიკას, შვეიცარიას და კიდევ ზოგიერთებს”.
* * *
„უფალი ადვოკატი გვიმტკიცებს, რომ თითქმის ყოველი ცუდი ზნე კაცისა, წარმოდგება მაგალითებისაგანაო. ამაზედ შეუძლებელია, რომ არ დავთანხმდეთ. ამის წამალი არისო, ბრძანებს ისა, რომ ეს გარემოებანი ჩამოვაცალოთ, მივცეთ კარგი შესაფერისი გარემოებებიო და სიცუდე და ბოროტება მოისპობაო. ესეც ყოვლად ჭეშმარიტია. მაგრამ როგორც ხალხის წახდენისათვის არის საჭირო ბევრი ხანი, აგრეთვე ამ სიწამხდრიდან გამოყვანისთვის. ამგვარად ხალხის შეცვლას, როგორსაც გვიქადაგებს ადვოკატი, უნდა დიდი ღონისძიება, უნდა კაცნი, რომელთაც შეეძლოთ ღირსეულად დაჭერა სახალხო სასწავლებელი ადგილისა, რომ თავისი ცოდნით, თავისის ზნეობით, თავისის ხალისით გადაახალისონ და გაწვრთნან ხალხი. სად არის, ვკითხულობ მე, ამოდენა ღონისძიება სახელმწიფოში, რომ ერთბაშად დაიმართოს მაღალი სასწავლებლებიც და სახალხო სასწავლებლებიც, სადაც ასწავლიდნენ ნამდვილს მეცნიერებას, კაცის გონების დამხსნელს და დამმორჩილებელს? ამასთან, სად არის, ვკითხულობ მე, ამოდენა ღონისძიება სახელმწიფოში, დავაყენოთ თოთოც არის სწავლული? ამ ღონისძიების მოპოვებას და ამგვარად კაცთა მომზადებას უნდა მრავალი ხანი. კიდევ უფრო ბევრი დრო უნდა ახლა ამ კაცთაგან თვით ხალხის გაწვრთნასა. ეს ძალიან გვიანი საქმეა, ამას უნდა მოველოდეთ მხოლოდ შორს მომავალში”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არც ერთს რიგიან ხალხს არ შეჰფერის სხვა ხალხებში იმ კანონების შეტანა, რომელნიც აღძრულან და დაწესებულან სხვა ხალხის ცხოვრებასა და გარემოებაში”.
P.S. ზემოთ განთავსებული სურათი აღებულია – www.lit.ge-დან.