Tag Archives: გალი მატიე – „სიცილით განმკურნებელი რეცეპტი”

გალი მატიე – „სიცილით განმკურნებელი რეცეპტი”

XVII საუკუნის დასასრულს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ცხოვრობდა ექსცენტრიული თვისებებით გამორჩეული ფრანგი ექიმი – გალი მატიე,რომელმაც სახელი გაითქვა არა მხოლოდ შესანიშნავი სამედიცინო პრაქტიკით,არამედ იმითაც,რომ იგი თავის პაციენტებს გარდა ტრადიციული რეცეპტებისა ერთობ უჩვეულო სახის სამკურნალო რეცეპტებსაც უწერდა.