გალი მატიე – „სიცილით განმკურნებელი რეცეპტი”

XVII საუკუნის დასასრულს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ცხოვრობდა ექსცენტრიული თვისებებით გამორჩეული ფრანგი ექიმი – გალი მატიე,რომელმაც სახელი გაითქვა არა მხოლოდ შესანიშნავი სამედიცინო პრაქტიკით,არამედ იმითაც,რომ იგი თავის პაციენტებს გარდა ტრადიციული რეცეპტებისა ერთობ უჩვეულო სახის სამკურნალო რეცეპტებსაც უწერდა. (ავტორი გენია.ჯი) გონებამახვილი ფრანგი ექიმი ღრმად იყო დარწმუნებული,რომ დადებითი ემოციები და სიცილი ავადმყოფის გამოჯანმრთელების პროცესს აჩქარებდა.ამ მიზეზის გამო,გალი მატიე თავის პაციენტებს უწერდა რეცეპტებს,რომელთაც შემდგომ „სიცილით განმკურნებელი რეცეპტები” უწოდეს: რეცეპტის ავერსზე მატიე თავის სახელს,გვარსა და პაციენტისათვის საჭირო სამკურნალო პრეპარატებს წერდა,ხოლო რევერსზე კი ექიმი მის ცხოვრებაში მომხდარი კურიოზული ისტორიების გარდა,კალამბურებს,პიკანტურ ანეკდოტებსა და მახვილგონივრულ იუმორისტულ ციტატებსაც გამოსახავდა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ასეთი უჩვეულო სახის რეცეპტები ერთობ სასარგებლო და სასიამოვნო ემოციების აღმძვრელი აღმოჩნდა პაციენტებში,რამაც თავის მხრივ,მატიეს,როგორც შესანიშნავ ექიმს,დიდი ავტორიტეტი შესძინა.ბრწყინვალე ავტორიტეტის შეძენამ ფრანგ ექიმს იმდენად ბევრი პაციენტი შესძინა,რომ თავისუფალი დროის უქონლობის გამო იგი ვეღარ ახერხებდა ყველა პაციენტთან უშუალო ურთიერთობას.ამ გარემოებამ კი იგი აიძულა პაციენტებისათვის ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა მრავალი სახუმარო ისტორიით შეზავებული „სიცილით განმკურნებელი რეცეპტები”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>