Tag Archives: დიეგო არმანდო მარადონა – “ეპიზოდი”

დიეგო არმანდო მარადონა – “ეპიზოდი”

თავისი ექსცენტრიული ხასიათით ცნობილი მსოფლიო ფეხბურთის არგენტინელი ლეგენდა – დიეგო არმანდო მარადონა,ვატიკანში ვიზიტის შემდეგ გაოცებული დარჩა კათოლიკური სამყაროს ეპიცენტრში ნანახი გასაოცარი სიმდიდრით.იგი აღნიშნულმა გარემოებამ კი არ აღაფრთოვანა,არამედ პირიქით,ძალიან უკმაყოფილო დატოვა და რომის პაპისა და რომის კათოლიკური ეკლესიის მიმართ საჯარო კრიტიკას არ მოერიდა.