დიეგო არმანდო მარადონა – “ეპიზოდი”

თავისი ექსცენტრიული ხასიათით ცნობილი მსოფლიო ფეხბურთის არგენტინელი ლეგენდა – დიეგო არმანდო მარადონა,ვატიკანში ვიზიტის შემდეგ გაოცებული დარჩა კათოლიკური სამყაროს ეპიცენტრში ნანახი გასაოცარი სიმდიდრით.იგი აღნიშნულმა გარემოებამ კი არ აღაფრთოვანა,არამედ პირიქით,ძალიან უკმაყოფილო დატოვა და რომის პაპისა და რომის კათოლიკური ეკლესიის მიმართ საჯარო კრიტიკას არ მოერიდა.მისმა კრიტიკამ კი,როგორც წესი,დიდი სკანდალი გამოიწვია.თუმცა,თავისი კრიტიკის მიზეზი მარადონამ ერთ-ერთ ინტერვიუში შემდეგი სახით განმარტა:

” – დიახ,მე წავედი რომის პაპისა და რომის კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ და გამოვთქვი მათდამი მიმართული მძაფრი კრიტიკა.თუმცა ეს იმიტომ მოხდა,რომ ვატიკანში ოქროსაგან დამზადებული სახურავები ვიხილე.ამის შემდგომ კი,რომის პაპისაგან მოვისმინე სიტყვები თუ როგორ არის შეშფოთებული კათოლიკური ეკლესია ღარიბი ბავშვებისა და ზოგადად,გაჭირვებული ხალხის მდგომარეობით… სწორედ მაშინ გავიფიქრე: ჯანდაბა! გაყიდეთ ეს ოქროს სახურავები და შემოსული თანხებით თუნდაც ელემენტარული მაინც გააკეთეთ მათთვის-მეთქი!” (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>