Tag Archives: ვან კლიბერნი – “ეპიზოდი”

ვან კლიბერნი – “ეპიზოდი”

1958 წელს ვირტუოზი ამერიკელი პიანისტი და მუსიკოსი – ჰარვი ლეივენ “ვან” კლიბერნ-უმცროსი (1934-2013 წლები) საბჭოთა კავშირის დედაქალაქს – მოსკოვს ეწვია,რათა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის პირველ საერთაშორისო კონკურსში მიეღო მონაწილეობა (ცნობისათვის,აღნიშნული კონკურსის ლაურეატები შემდგომ წლებში გახლდნენ ისეთი სახელოვანი ქართველი მუსიკოსები,როგორებიც არიან – ელისო ვირსალაძე,ლიანა ისაკაძე,პაატა ბურჭულაძე,რუსუდან გვასალია,ხიბლა გერძმავა და ბესიკ გაბიტაშვილი).