ვან კლიბერნი – “ეპიზოდი”
1958 წელს ვირტუოზი ამერიკელი პიანისტი და მუსიკოსი – ჰარვი ლეივენ “ვან” კლიბერნ-უმცროსი (1934-2013 წლები) საბჭოთა კავშირის დედაქალაქს – მოსკოვს ეწვია,რათა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის პირველ საერთაშორისო კონკურსში მიეღო მონაწილეობა (ცნობისათვის,აღნიშნული კონკურსის ლაურეატები შემდგომ წლებში გახლდნენ ისეთი სახელოვანი ქართველი მუსიკოსები,როგორებიც არიან – ელისო ვირსალაძე,ლიანა ისაკაძე,პაატა ბურჭულაძე,რუსუდან გვასალია,ხიბლა გერძმავა და ბესიკ გაბიტაშვილი). (ავტორი გენია.ჯი) კონკურსის დასკვნით ეტაპზე მოსკოვის კონსერვატორიის დიდი დარბაზის მსმენელი აღაფრთოვანა კლიბერნის გენიალურმა გამოსვლამ და ამერიკელ მუსიკოსს მთელი რვა წუთნახევრის განმავლობაში მქუხარე აპლოდისმენტები მიუძღვნა.ეს მართლაც რომ გასაოცარი ფაქტი იყო,რადგან იმ პერიოდში აშშ-ი და საბჭოთა კავშირი ერთმანეთთან “ცივი ომის” პირობებში იმყოფებოდნენ.საბჭოთა კავშირში ჩატარებული პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის პირველი გამარჯვებული ამერიკელი პიანისტი – ვან კლიბერნი გახდა და იგი სამშობლოს ეროვნული გმირის რანგში დაუბრუნდა.ამერიკულმა პრესამ და მედიამ მოსკოვში კლიბერნის მიერ მიღწეული უდიდესი წარმატება ფართოდ გააშუქა და ხაზი გაუსვა იმას,რომ ეს ძალიან დიდი სენსაცია გახლდათ.ერთ-ერთმა გავლენიანმა ამერიკულმა გაზეთმა კი თანამემამულე მუსიკოსის ტრიუმფისადმი მიძღვნილ სტატიაში დანანებით შენიშნა: “ვან კლიბერნი საბჭოთა კავშირში არ აღმოუჩენიათ.მათ მხოლოდ ენთუზიაზმით მიიღეს ის,რასაც ჩვენ,როგორც ერი – გულგრილად ვეკიდებით”. (ავტორი გენია.ჯი)