Tag Archives: ვე

გიზო ზარნაძის “მოგონებათა ნამცვრევი”-დან…

უნივერმაღის  მესამე სართულზე,იქ,სადაც ფართლეულების სექცია იყო,ვაჭრობის მუშაკის ფორმიანი ქალიშვილი დგას დახლში და მის გვერდითვე მდგომ ვიღაც გოგონას,არა ვაჭრობის მუშაკს,რადგან მომხმარებელთა ხალვათობაა,სიცილ-კისკისით უყვება რაღაცას.