Tag Archives: “ვინ არის კარგი ექიმი და მსაჯული?” – (სოკრატეს და გლავკონის დიალოგიდან…)

“ვინ არის კარგი ექიმი და კარგი მსაჯული?” – (სოკრატეს და გლავკონის დიალოგიდან…)

გლავკონი: – რას იტყვი სოკრატე: სჭირდება თუ არა ჩვენს სახელმწიფოს კარგი ექიმები და კარგი მსაჯულები? კარგი ექიმები კი უპირატესად ისინი არიან,ვის ხელშიაც ყველაზე მეტ ჯანმრთელსა და ავადმყოფ ადამიანსაც გაუვლია.იგივე ითქმის მსაჯულებზედაც; ყველაზე უკეთეს მსაჯულებად ისინი უნდა მიგვაჩნდნენ,ვისაც ათასი ჯურის ხალხთან ჰქონია საქმე.