Tag Archives: ლერი ალიმონაკი – “ნიკო ფიროსმანის ნაწყენი ხმა”

ლერი ალიმონაკი – “ნიკო ფიროსმანის ნაწყენი ხმა”

” …თქვენთან არ ვიყავი,თქვენში არ ვერიე?! მიცანით?!. ახლა რა ფაციფუცი აგიტყდათ,რა საფლავს ეძებთ?! ავდექი და გაგეპარეთ,დაგეკარგეთ,ზეცაში დაგემალეთ!.. თქვენ ისევ იქ ხართ,სადაც დაგტოვეთ,ნაბიჯი წინ არ წაგიდგამთ… საფლავიო,აგიჩემებიათ,რად გინდათ,ყვავილებისთვის?!. ყვავილებს მე გიკრეფდით,ყოველცისმარე,თქვენ აჭკნობდით,სთელავდით,ერთი წყაროსწყლიანი დოქი ვერ გაიმეტეთ,ის ყვავილები გეხარებინათ,მისი სურნელი შეგეგრძნოთ…