Tag Archives: ნარგიზა მგელაძის წიგნიდან – “ვის ვართმევთ ხელს”

ნარგიზა მგელაძის წიგნიდან – “ვის ვართმევთ ხელს”

“მითხარი რას ეძებ და გეტყვი ვინა ხარ”,მართლაც და, რა არის ადამიანის შეცნობაზე იოლი,თუკი იცი,რას ეძებს,რისკენ მიილტვის,რა მთავარ მიზანს ესწრაფვის კაცი ცხოვრებაში.ძიების ობიექტი იმდენივეა,რამდენიც მაძიებელი.თუ ერთი მთელი სიცოცხლე ეძებს საშინელი ავადმყოფობის საწინააღმდეგო შრატს,რათა ტანჯვისაგან იხსნას კაცთა მოდგმა,მეორე ასეთივე ენთუზიაზმით ეძებს ფულის შოვნის წყაროს,რათა სხვაზე მეტი ჰქონდეს.