ნარგიზა მგელაძის წიგნიდან – “ვის ვართმევთ ხელს”
“მითხარი რას ეძებ და გეტყვი ვინა ხარ”,მართლაც და, რა არის ადამიანის შეცნობაზე იოლი,თუკი იცი,რას ეძებს,რისკენ მიილტვის,რა მთავარ მიზანს ესწრაფვის კაცი ცხოვრებაში.ძიების ობიექტი იმდენივეა,რამდენიც მაძიებელი.თუ ერთი მთელი სიცოცხლე ეძებს საშინელი ავადმყოფობის საწინააღმდეგო შრატს,რათა ტანჯვისაგან იხსნას კაცთა მოდგმა,მეორე ასეთივე ენთუზიაზმით ეძებს ფულის შოვნის წყაროს,რათა სხვაზე მეტი ჰქონდეს.
განა ძნელია საძიებელი საგნის მიხედვით კაცის შეფასება?
თუ ადამიანი სახელის მოხვეჭას თავისი პატიოსანი შრომით ცდილობს,სურს დაფასებული იყოს საზოგადოებაში,ეს საზოგადოებრივი აზრის პატივისცემაა და არა პატივმოყვარეობა,მაგრამ თუ სახელი ყალბი დიდებისათვის,სხვაზე თავის დამეტებისა და იმისათვის გჭირდება,რომ მოიმკო,რაც არ დაგითესია,მაშინ სახელის მოხვეჭის სურვილი თვითმიზნად იქცევა და პატივმოყვარეობის ფარისევლური სათნოების სუნი ასდის”. (ავტორი გენია.ჯი)