Tag Archives: სისიტიები

სისიტიები

სისიტიები – უძველეს სპარტაში წარმოადგენდა საჯარო სადილობის სავალდებულო წესს,რა დროსაც ნებისმიერი სოციალური ფენისა თუ სტატუსის მქონე სპარტელ მოქალაქეებს ერთად უნდა ეჭამათ კანონით დადგენილი საერთო საჭმელი.მათ აკრძალული ჰქონდათ სახლში სადილობა,მაგიდასთან მიდგმულ ძვირფას სარეცელზე წამოგორება და დახელოვნებულ მზარეულთა ნახელავი ნუგბარი საჭმელების მირთმევა.