Tag Archives: “სისხლი აუზში”

“სისხლი აუზში”

1956 წლის 6 დეკემბერს ავსტრალიის ქალაქ მელბურნში ზაფხულის ოლიმპიადის მიმდინარეობისას,უნგრეთის წყალბურთელთა ნაკრები საბჭოთა კავშირის წყალბურთელთა ნაკრებს დაუპირისპირდა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ აღნიშნულ მატჩამდე სულ რაღაც სამი თვით ადრე განხორციელდა ეგრეთ წოდებული “უნგრეთის 1956 წლის აჯანყება”,რა დროსაც “წითელი იმპერიის” სამხედრო-საჯარისო შენაერთებმა სისხლში ჩაახშვეს თავისუფლებისმოყვარე უნგრელი ხალხის გამოსვლები პროსაბჭოთა უნგრული მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ.