“სისხლი აუზში”
1956 წლის 6 დეკემბერს ავსტრალიის ქალაქ მელბურნში ზაფხულის ოლიმპიადის მიმდინარეობისას,უნგრეთის წყალბურთელთა ნაკრები საბჭოთა კავშირის წყალბურთელთა ნაკრებს დაუპირისპირდა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ აღნიშნულ მატჩამდე სულ რაღაც სამი თვით ადრე განხორციელდა ეგრეთ წოდებული “უნგრეთის 1956 წლის აჯანყება”,რა დროსაც “წითელი იმპერიის” სამხედრო-საჯარისო შენაერთებმა სისხლში ჩაახშვეს თავისუფლებისმოყვარე უნგრელი ხალხის გამოსვლები პროსაბჭოთა უნგრული მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად,მატჩის დაწყების წინაც მოწინააღმდეგე გუნდებს შორის მეტად დაძაბული ურთიერთობა სუფევდა.მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებთან ინტურვიუების დროს თითოეული გუნდის წევრები მოწინააღმდეგეებს დასცინოდა და აბუჩად იგდებდა მათ სპორტულ შესაძლებლობებს.დაიწყო უკომპრომისო ბრძოლა უნგრეთისა და საბჭოთა კავშირის წყალბურთელთა ნაკრებებს შორის… დაძაბულობიდან გამომდინარე თამაში მეტად უხეში გამოდგა.მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე,უნგრეთი 4 : 0 -ს ამარცხებდა მეტოქეს.თამაშის შედეგით გაღიზიანებულმა რუსმა წყალბურთელმა – ვალენტინ პროკოპოვმა,მოულოდნელად,მუჭი მთელი ძალით ჩაარტყა სახეში უნგრელ წყალბურთელს – ერვინ ზადორს,რა დროსაც თვალის არე დაუზიანა.ერვინს სისხლი წასკდა,თუმცა მიუხედავად ამისა თამაში მაინც არ შეუწყვეტია.ზადორის სისხლით შეიღება მელბურნის ოლიმპიური აუზი.პროკოპოვის ამაზრზენმა ქმედებამ არა მარტო უნგრელთა,არამედ მატჩზე დამსწრეთა აღშფოთებაც გამოიწვია.მაყურებელთა დიდი ნაწილი აუზთან მიიჭრა და ანტისაბჭოთა ლოზუნგების სკანდირება დაიწყო.თამაში შეწყდა… ოლიმპიურმა კომიტეტმა მოგება უნგრეთს მიაკუთვნა (საბოლოო ჯამში ოლიმპიური ოქროს მედლებიც მათ მოიპოვეს იუგოსლავიასთან 2 : 1 -ით გამარჯვების შედეგად).აღნიშნულმა ფაქტმა მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო.უნგრელმა წყალბურთელებმა კარგად უწყოდნენ სამშობლოში დაბრუნების შემდგომ რაც მოელოდათ ადგილობრივი პროსაბჭოთა ხელისუფლებისა და საოკუპაციო რეჟიმისაგან,რის გამოც მათმა უმრავლესობამ სხვადასხვა დასავლურ ქვეყნებში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვეს და მიიღეს კიდეც.მათ შორის იყო – ერვინ ზადორიც,რომელიც სხვებისაგან განსხვავებით აღარასოდეს დაბრუნებულა სამშობლოში.გარდა წყალბურთელებისა,პოლიტიკური თავშესაფრის მიღების თხოვნით დასავლურ ქვეყნებს მიმართა უნგრეთის ოლიმპიური გუნდის კიდევ 100-მა წარმომადგენელმაც.მელბურნის ოლიმპიურ აუზში დაფიქსირებულ მოვლენას კი,მოგვიანებით,არაოფიციალურად – “სისხლი აუზში” უწოდეს. (ავტორი გენია.ჯი)