Tag Archives: შალვა დადიანის რომანიდან – “გვირგვლიანების ოჯახი”

შალვა დადიანის რომანიდან – “გვირგვლიანების ოჯახი”

” – ბატონი ბრალმდებელი ტყუილად დგება გამარჯვებულის პოზაში.განა მარტო ფიზიკურ შეურაცხყოფაზეა საქმე.ცხადია,გვირგვლიანს მოგერიებით ფიზიკური ბრძოლა არ უწარმოებია,მაგრამ ზოგჯერ არის ისეთი სიტყვები,რომლებიც ფიზიკურ შეურაცხყოფაზე უფრო მწვავეა.აქ კი მტკიცდება,რომ შეურაცხყვეს ჩემი კლიენტის წმიდათა წმიდა.შეუგინეს სამშობლო,შეუგინეს მისი მშობლიური ენა.თავმოყვარე ადამიანი იძულებული შეიქნება ასეთ დროს ისეთ სასტიკ ზომებს მიმართოს,როგორ ზომებსაც გვირვლიანმა მიმართა.