Category Archives: ფრაზეოლოგია
“ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
1. სიკვდილის ანგელოზს არასოდეს აინტერესებს, ადამიანი მზად არის თუ არა მასთან შესახვედრად.
ტერენს ვენს “ტერი” გილიამის მოსაზრებები…
1. ფული მის ჭეშმარიტ ღირებულებას მაშინ ავლენს,როდესაც საბოლოოდ თავდება.
ბენჯამინ დიზრაელის მოსაზრებები…
1. მოქმედებებს ყოველთვის არ მოაქვთ ბედნიერება,თუმცა ფაქტია,რომ მოქმედებების გარეშე ბედნიერების მიღწევა,ყოვლად შეუძლებელია.
მოჰამედ ალ-ბარადეის მოსაზრებები…
1. “როდესაც “ცივი ომი” დასრულდა,ჩვენ დავანგრიეთ კედელი,რომელიც ჰყოფდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს.თუმცა,სამწუხაროდ დაგვავიწყდა აგვეგო ხიდი ჩრდილოეთსა და სამხრეთს – მდიდრებსა და ღარიბებს შორის”.
რაბინდრანათ თაგორის ნააზრევი…
“არაფერია სამყაროში,ყოველივე ჩემშია მოცემული, – ასეთი განწყობილება ახასიათებს გარკვეულ ასაკს,როცა გული პირველად იღვიძებს,ხელს უწვდის მთელ სამყაროს და სურს,ჩაიხუტოს ის,ასევე ბალღსაც,რომელსაც კბილები ამოსდის,ეჩვენება,რომ ყველაფერი მისი ღრძილებისთვისაა განკუთვნილი და ამიტომაც ყველაფერს პირისაკენ მიაქანებს.
მარია მაგდალენა “მარლენ” დიტრიხის მოსაზრებები…
1. ”ჩემი ცხოვრების განმავლობაში რამდენიმე განგსტერი გავიცანი.დროთა განმავლობაში დავრწმუნდი,რომ მათი ზოგიერთი პრინციპი ჩემთან ძალიან ახლოს იდგა.განსაკუთრებით კი ის პრინციპი,რომელიც ადამიანის ერთგულებას ეხებოდა”.
ჟან ნიკოლა არტიურ რემბოს მოსაზრებები…
„სამყარო სავსეა ისეთი უნიკალური სილამაზის მქონე ადგილებით, რომლის დასათვალიერებლად ადამიანს ათასი სიცოცხლეც კი არ ეყოფა”.
ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის მოსაზრებები…
1. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა,რომ არც ერთი ჩემი წინაპართაგანი ებრაელი არ ყოფილა.შესაბამისად ძალიან ვწუხვარ,რომ ამ უნიკალური ტალანტის მქონე ერის წარმომადგენელი არ გახლავარ.
უილიამ ჰეზლიტის ნააზრევი…
“მეფეები სცენაზე არასდროს არ უნდა გამოჩნდნენ.აბსტრაქტულად ისინი ძალზე არასასიამოვნო პერსონაჟები არიან.”საუკეთესო მეფეებად” ისინი მხოლოდ ცხოვრებაში წარმოგვიდგებიან,ხოლო როდესაც ისტორიაში გადაინაცვლებენ,მათი სსაქმეები და მიზნები სასტიკი და სასაცილო ჩანს”. (ავტორი გენია.ჯი)