Category Archives: ფრაზეოლოგია
ტიმ როტის მოსაზრებები…
1. შესაძლოა ბევრისათვის ღიმილის მომგვრელი იყოს,თუმცა მაინც მინდა განვაცხადო: ჩემს ყველაზე დიდ ნატვრას წარმოადგენს,გენიალური ინგლისელი დრამატურგის უილიამ შექსპირის დიდებული დრამის “ოტელოს” პერსონაჟის – იაგოს გმირის თამაში.
რალფ უოლდო ემერსონის მოსაზრებები…
1. დიადი საქმეები გვაჩვენებენ,რომ სამყარო ეკუთვნის თითოეულ ადამიანს,მცხოვრებს ამ სამყაროშივე.
დეილი ბრეკენრიჯ კარნეგის მოსაზრებები…
1. ჩემი მოსაზრებით,ამ სამყაროში ყველაზე საინტერესო სამი საგანია: სექსი,საკუთრება და რელიგია.პირველი,საშუალებას გვაძლევს სიცოცხლის დაბადების და მისი გაგრძელებისა; მეორე საშუალებას გვაძლევს მხარი დავუჭიროთ პირველის ყველა მოთხოვნებს,ხოლო მესამის საშუალებით იმედი გვიჩნდება შემდგომი და მომავალი, “მარადიული სიცოცხლისა”.
“ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
1. „ბევრი მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა საკუთარ ცხოვრებაში პირისპირ შევხვდი უმთავრეს მტერს და, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ჩემთვის, იგი – საკუთარი მე აღმოჩნდა”.
ვალერი ნეპომნიაშის მოსაზრებები…
1. საბჭოთა კავშირში – მთავარი მწვრთნელი ამა თუ იმ დიდი საფეხბურთო გუნდისა,შეუძლებელი იყო გამხდარიყო ისეთი ადამიანი,რომელიც კომუნისტური პარტიის წევრი არ გახლდათ.
პიერ ედმონ ბუასეს მოსაზრებები…
1. მდუმარება – ხშირ შემთხვევაში,სულაც არ გამოხატავს სიბრძნეს,თუმცა აუცილებლად გამორიცხავს სისულელის თქმას.
ქარიმ ბენზემა “მარსელიოზას” შესახებ…
“ცხოვრებაში არ მიმღერია და ვერაფერი მაიძულებს “მარსელიოზა” ვიმღერო.მე მიყვარს ჩემი ქვეყანა,მე მიყვარს ჩემი ნაკრები,მაგრამ ჰიმნს ვერ ვიმღერებ.არ მესმის ჰიმნის შესრულება-არშესრულება პატრიოტიზმთან და თავდადებასთან რა კავშირშია”. (ავტორი გენია.ჯი)