Category Archives: ფრაზეოლოგია
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„სინდისისა და მონანიების ღვთისნიერი გრძნობა რომ გააჩნდეთ, „ადამიანებად” წოდებულმა რიგმა არსებებმა საკუთარი ხელით უნდა ააგონ ფიცარნაგები,რომლებზედაც მათ მიერ ჩადენილი უკიდურესი უნამუსობა იქნებოდა გამომზეურებული”.
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„ადამიანმა კარგად უნდა დაიხსომოს,რომ ბედი ფრიად ცვალებადი რამ არის. იგი თავის წარმავალსა და მერყევ სიკეთეს უთანაბროდ ანაწილებს და ადამიანს მწვერვალზე აიყვანს მხოლოდ იმისათვის,რომ მაშინვე გადმოაგდოს იქიდან და წაართვას,ასე ვთქვათ,ყველა დროებით ნათხოვარი სიკეთე”.
„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„რაც უფრო მაღლა აცოცდება მაიმუნი,მით უფრო გარკვეულად აჩენს თავის უკანალს”.
ლორენს სტერნის ნააზრევი…
„არასოდეს არაფერში არ ენდოთ ადამიანს,რომლის საქციელში სინდისი არ ურევია”.
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„რა იქნება მერე,რა შესცვლის ამ სურათებს,არავინ იცის. ალბათ მოვა დრო და შეწყდება კვამლი,ღამღამობით ფანჯრებში აღარ გამოკრთება სინათლე და ეს პატარა წერტილ-მძიმეებიც შეწყვეტენ ამ გზაზე აღმა-დაღმა სიარულს… ღმერთო,მაღალო,შეიწყნარე ამ მიწაზე ყოველივე სახელი ჩვენი,უადგილოდ ნუ დასვამ წერტილს და ნუ მოგვივლენ განსაცდელს მძიმეს,რათა ვადიდოთ სახელი შენი”.
სიბერისათვის…
„ერთმა მოხუცმა თქვა: „მრავალი წელი იმის ოხვრაში გავატარე,როცა მოვხუცდები ლამაზმანებს აღარ მოვეწონებიო. ახლა როცა მოვხუცდი,თვითონ აღარ მინდა ისინი და კიდეც რომ მოვისურვო,აღარ შემეფერებაო”.
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„არ არსებობს სამკაული სირცხვილის გრძნობაზე უმშვენიერესი და არ არსებობს მტერი ცუდ ჩვეულებაზე უარესი”.
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„ანდაზა ამბობს: ღარიბისათვის სამი კარია ღია: ციხის, საავადმყოფოსი და ეკლესიის ეზოსიო”.
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„ადამიანი სინდისია. სინდისის გარდა,რაც არ უნდა წაართვა,მაინც ადამიანი იქნება. მაგრამ სინდისი რომ წაართვა და სხვა ყველაფერი დაუტოვო,ვეღარ იქნება ადამიანი.