Category Archives: ფრაზეოლოგია

ონორე დე ბალზაკი წერდა…

„ისინი,ვინც ისწრაფვიან სახელი სიკვდილის შემდეგ გაითქვან,ხელს უშლიან ახალგაზრდებს სახელი გაითქვან იმ ასაკში,როცა წინსვლა შესაძლებელია და საჭირო”.

Genia.Ge-ს დღის ციტატა…

„თუ კაცია ადამიანი,თანასწორ მანძილზე გაუდგება ბაქიაობასაც და პრანჭვა-გრეხასაც”.

ოთარ ჭილაძე წერდა…

„ეტლით გათელილ მეომარივით ვცდილობ წამოვდგე და გულგრილობის ეკლიან ტოტებს ვებღაუჭები”.

Genia.Ge-ს დღის ციტატა…

„ფრთხილად! – სუსტია ადამიანი”.

Genia.Ge-ს დღის ციტატა…

„მეფე,რომელიც ხელისუფლების დაჩიავებას ეგუება,მხოლოდ თავის თავზე ზრუნავს: ჩემს მეფურ ღირსებას არა დააკლდეს რა და ქვეყანა თავად უშველისო თავს.ეგეთი მეფის ხელში ქვეყანა სანთელივით დაილევა”.

Genia.Ge-ს დღის ციტატა…

„მეტისმეტი,განუსაზღვრელი ძალაუფლება ათას ვაებაგამოვლილ,მორჭმულ მეფესაც კი ურევს გზა-კვალს. კი,მეფეა,მაგრამ ადამიანია,ადამის ძეს კი,მრავალი ცდუნებას სდევს”.

Genia.Ge-ს დღის ციტატა…

„ავმუცლობაა ხშირად ცნობისმოყვარეობა, – თვალით ცქერა ზოგჯერ გადაყლაპვას უდრის”.

Genia.Ge-ს დღის ციტატა…

„ყველა ადამიანს შეესაბამება რამე ცხოველი და თვალსაჩინოდ გვეჩვენება დღეს მეცნიერთაგან უყურადღებოდ მიგდებული ჭეშმარიტება,რომ მატლიდან არწივამდე,ღორიდან ვეფხვამდე ყველა ცხოველის ნიშანთვისება მოიპოვება ადამიანში და ხანდახან ორი,ან სამი ერთ ადამიანში”.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ბრძენი ის არის,ვისაც შეუძლია წინ გადაუდგეს და ტყვედ წაიყვანოს თავისი თავი”.

Genia.Ge-ს დღის ციტატა…

„მართალის სარწმუნოებას დაკვირვება არ უნდა”.