თედორე დოსტოევსკის რომანიდან – “ძმები კარამაზოვები”

1. “ნგრევა სულაც არ არის საჭირო! სრულიად საკმარისია,კაცობრიობაში ღმერთის იდეა მოსპო.აი,საიდან უნდა დაიწყო! აქედან,სწორედ აქედან უნდა დაიწყო! ო,ყოვლად უცოდინარი ბრმები! თუკი კაცობრიობა ღმერთს უარყოფს,ძველი სამყაროს ხედვაც და რაც მთავარია,ძველი ზნეობრიობაც ანტროფაგიის გარეშე,თავისთავად დაეცემა და ყველაფერი ახლად დაიბადება.ადამიანები ერთმანეთს შეერწყმებიან,რათა ის მიიღონ,რისი მიცემაც მათთვის ცხოვრებას შეუძლია,მაგრამ ეს ყველაფერი უსათუოდ და მხოლოდ და მხოლოდ,ამქვეყნიური ბედნიერებისა და სიხარულისთვის მოხდება.განდიდდება ადამიანი ღვთიური სულითა და ტიტანური სიამაყით და სამყაროს ადამიანი-ღმერთი მოევლინება.ის ბუნებას თავისი ნებითა და მეცნიერებით უკვე ყოველწუთიერ დაამარცხებს და ყოველწუთიერ შეიგრძნობს ისეთ უმაღლეს ნეტარებას,რაც ძველ ზეციურ ტკბობას შეუცვლის.ყველა მიხვდება,რომ ერთიანად მოკვდავია,აღარ არდგება და ღმერთივიტ ამაყად და მშვიდად მიიღებს სიკვდილს.ყველა მიხვდება,რომ არ ღირს წუწუნი ცხოვრების წამიერების გამო და ძმას თვისას შეიყვარებს უანგაროდ.სიყვარული ცხოვრების ამ წამიერებას დააკმაყოფილებს მხოლოდ,მაგრამ სწორედ წამიერების ეს შემეცნება გააძლიერებს ომდენად მის ცეცხლს,რამდენადაც ადრე მხოლოდ სიკვდილის მიღმიერი და უსასრულო სიყვარული შეიძლებოდა ნთებულიყო… ხიმ მშვენიერია!

- საკითხავი ის არის,შესაძლებელია თუ არა ასეთი პერიოდი ოდესმე დადგეს? თუ დადგება, – ყველაფერიც დალაგდება და კაცობრიობაც საბოლოოდ ჩამოყალიბდება,მაგრამ რადგანაც ადამიანში ფესვგამდგარი სისულელის გამო ამ ყველაფერს აღსრულება ალბათ ათასი წლის შემდეგაც არ უწერია,მაშასადამე,ჭეშმარიტების ყოველ შემცნობს უფლება აქვს ახალ საწყისებზე ისე აიროს,როგორც თვითონ სურს.ამ თვალსაზრისით “ყველაფერი დასაშვებია”.მეტიც,ეს პერიოდი რომ არც არასოდეს დადგეს,რადგანაც ღმერთი და უკვდავება მაინც არ არსებობს,ახალ ადამიანს იმის უფლებაც აქვს,ადამიან-ღმერთად იქცეს,თუნდაც ერთადერთად ამ სამყაროში, და ახალ წოდებაში ამაღლებულმა,თუკი ამის საჭიროება იქნება,ადამიანი-მონის ძველ ზნეობრივ საზღვრებს გულარხეინად გადააბიჯოს.ღმერთისთვის კანონი არ არსებობს! სადაც ღმერთია, – იქ ღვთიური ადგილია! აქ კი,სადაც მე ვარ, – პირველობაა…” (ავტორი გენია.ჯი)

***

2. “სამწუხაროდ,სიმართლე ძალიან ხშირად მახვილგონიერი სულაც არ არის”.

***

3. “ტანჯვის გარეშე რაღა იქნებოდა სიცოცხლეში სასიამოვნო.ყველაფერი ერთ გრძელ,უსასრულო ლოცვად გადაიქცეოდა მხოლოდ”.

* * *

4. “სინდისი! რა არის სინდისი? რადგან სინდისს შენ თვითონ ქმნი,რისთვისღა იტანჯები? მხოლოდ იმიტომ,რომ მიჩვეული ხარ.შვიდიათასწლოვანი საყოველთაო ადამინური ჩვევის გამო.ჰოდა,მოდი გადავეჩვიოთ და ვიყოთ ღმერთები!”

* * *

5. “ბატონო ნაფიცნო მსაჯულნო, არსებობს წუთები ჩვენი მოვალეობის შესრულებისას,როცა ჩვენ თვითონვე გვიპყრობს შიში ადამიანისა და მისი ბედის წინაშე! ეს ის წუთებია,როცა ადამიანში ცხოველური შიში იღვიძებს,როცა დამნაშავე ხვდება,რომ ხაფანგში გაება,მაგრამ ჯერ ისევ იბრძვის,ჯერ ისევ აგრძელებს ბრძოლას ჩვენთან.ასეთ წუთებში თვითგადარჩენის ყველა ინსტიქტი იღვიძებს ერთდროულად თავის გადასარჩენად და გამჭოლი მზერით,მავედრებელი,ტანჯული და კითხვით აღსავსე თვალებით შემოგვცქერის.აკვირდება ჩვენს სახეებს,ცდილობს ჩვენი აზრები გამოიცნოს.იცდის,ცდილობს გამოიცნოს,რომელი მხრიდან მივუდგებით, და შემდრკალ გონებაში მყისიერად ათას გეგმას ადგენს,მაგრამ რომ არაფერი წამოსცდეს,ხმის ამოღების ეშინია! ადამიანის სულის ეს დამამცირებელი წუთები,მისი ეს ვნებანი,თვითგადარჩენის ეს ცხოველური ჟინი შემზარავია და მსაჯულის გულშიც კი ძრწოლასა და თანაგრძნობას იწვევს” (ავტორი გენია.ჯი)