მიხეილ ჯავახიშვილის რომანიდან – “კვაჭი კვაჭანტირაძე”

“პოლიტიკა ძლიერ წააგავს ძროხას.ზოგნი მას აძოვებენ,ზოგნი კი სწველიან.ჭკვიანი კაცი არც სისხლს გეიმეტებს და არც ოფლს დაღვრის ძროხის დევნაში.დეე გიჟებმა სდიონ მას და აძოვონ,ჩვენ კი მისი კარაქით გავსუქდეთ.ხოლო ძროხის მოწველას ბევრი არაფერი უნდა: დოუყვავე,გოუცინე,გეიშინაურე.აი,ეს არის ერთადერთი ჭკვიანი პოლიტიკა.ნურც ძროხის ფერს იკითხავთ: თუნდ შავი იყოს,თუნდ თეთრი,თუნდ წითელი.ნურც გააბრაზებ,თვარა დაგწიხლავს და აღარ მოგაწველინებს.თუ სხვებმა იმ ძროხას უჯიკავეს,განზე გადექით და ბრძოლის ბუმბული და დავლა აკრიფეთ.ორნი რომ ჩხუბობენ,მესამე მოგებაშია.მარა თვალი უნდა გეჭიროთ,რომე დროზე გადახვიდეთ გამარჯვებულის მხარეზე,დროზე მიაფურთხოთ დაძლეულს და მძლეველსაც დროზე მიულოცოთ”. (ავტორი გენია.ჯი)

 ***

“უცნაური სირცხვილის ჭია ჰღრნის უძღებ შვილს,რომელმაც თავის ახალგაზრდობა და ძალ-ღონე სადღაც გაფლანგა და ეხლაღა მოიგონა ბებერი ძიძამიწა,რომელმაც აღზარდა და გამოკვება”.

***

” – სულ ერთია,ჩემო ბესო,პატიოსნებიდან არაფერი გამოდის.ირგვლივ ყველანი სძარცვავენ და იტაცებენ, – ძველებიც და ახლებიც, – პატიოსანი კაცი კი მშრალზე რჩება და მშიერი კვდება”.

***

” – ამხანაგებო! გიჟს მხოლოდ გიჟი დაებღაუჭება და თვითონაც გაგიჟდება.ვინც ლეშს აეკიდება,თვითონაც გალეშდება.ვინც წყალწაღებულს დაეჭიდება,თვითონაც დეიღუპება”.

***

“უჯიათი ბავშვი – ისტორია – თითქოს ვერც კი ჰხედავდა კაცუნების ზღვას,მათი ლეშების ცამდე აღმართულ მთებს და სისხლის უძირო ღვართქაფს.ის ვერც კი ჰგრძნობდა თავის ფერდებში მიბჯენილ თითებს და მას არც კი ესმოდა ხალხთა ჟრიამული,კვნესა,გოდება,შიში,იმედი და სიხარული.იგი ბრმად და ყრუდ მიაბიჯებდა კუპრისფერ სივრცეში და არავინ არ იცოდა გზები მისი მსვლელობისა”. (ავტორი გენია.ჯი)

***

“მონადირე ნადირს დასდევდა,ნადირი კი მონადირეს თვითონვე წააწყდაო”.

***

“განა სასაცილო სასწაული არ არის,რომე შენი მტერი,რომელსაც მოსაკლავად დასდევ,თვითონვე იდებდეს პირში დამბაჩას და შენც დახმარებას გეხვეწებოდეს?! იესო ქრისტემ ბრძანა: გაჭირვებაში მოყვასსა შენსა დაეხმარეო.ჩემი ადამიანური მოვალეობაც ამასვე მასწავლის,ანგარიშიც ამას ამბობს და შეგნებაც ამასვე მიკარნახებს.ხა-ხა! კი ბატონებო,კი! დაგეხმარებით ამ საქმეში,ხალისით და სიხარულით დაგეხმარებით”. (ავტორი გენია.ჯი)

***

” – მინდა შენგან ერთხელ მაინც გავიგონო მართალი სიტყვა.საცაა ჩამოგახრჩობენ,ეხლა მაინც ნუ ორპირობ.

- რა ოხრად გინდა სიმართლე? მართლის თქმა ყველას შეუძლიან, – ტუტუცს,ველურს და ძუძუმწოვარსაც”.