უილიამ შექსპირი – “სონეტი IX”

შენ,ალბათ,ნაღვლობ,აცრემლებულ ქვრივს თუ დატოვებ;

შენი სიკვდილით,არ გსურს ერგოს ვინმეს ზიანი,

მაგრამ სიცოცხლეს თუ უშვილოდ დაიმარტოვებ,

შენ თვით საწუთრო გაგაცილებს თვალცრემლიანი.

***

შენ თვით სამყაროს დააქვრივებ უიმედობით,

თუკი არავინ დაუტოვე მას შენი მსგავსი,

ქმარდაკარგული ქალი ხარობს მხოლოდ დედობით,

შვილია მისთვის წარსულის და მომავლის არსი.

***

ქონების ფლანგვით გამფლანგველი ჰპოვებს იმედებს,

რომ ფულის ნაცვლად ის პატივის არის მძებნელი;

სილამაზეს კი გასაფლანგად როცა იმეტებს,

უაზროდ კარგავს გამეტებულს გამმეტებელი.

***

მას გული სხვისკენ სიყვარულით ვერ გაექცევა,

ვინც საკუთარ თავს,როგორც მკვლელი,ისე ექცევა.

კომენტარის დატოვება