“სიბრძნის წუთი”
ერთ ბრძენთან,მშობლებმა,ორი ახალგაზრდა ყმაწვილი მიიყვანეს და მათთვის განათლების მიცემაში დახმარება სთხოვეს.ბრძენმა თხოვნა შეისმინა და ორივე შეგირდად აიყვანა.შეგირდებიდან,ერთი მათგანი ნიჭიერი იყო,თუმცა ძალიან ზარმაცი,ხოლო მეორე უნიჭო,მაგრამ სწავლას ძალიან მოწყურებული.რამდენიმე ხნის შემდეგ,ბრძენმა ორივე შეგირდი თავისთან იხმო:
” – მომშორდი! თქვენში ერთს ნიჭი აქვს და სწავლის სურვილი არა,ხოლო მეორეს კი ნიჭი არ ქვს და სწავლის სურვილი – კი.ამიტომ,მირჩევნია განათლების მიცემა განვაგრძო სწავლისადმი მიდრეკილ უნიჭოზე,ვიდრე შენზე – ნიჭიერზე”, – წარმოთქვა ბრძენმა ეს სიტყვები და ნიჭიერი მოწაფე თავიდან მოიცილა. (ავტორი გენია.ჯი)