უილიამ ტომას ბეკფორდი
უილიამ ტომას ბეკფორდი – დაიბადა 1760 წლის 1 ოქტომბერს ლონდონის ცნობილ ისტორიულ რაიონში ვესტმინტერში.იგი წარმოადგენდა XVIII საუკუნის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს ინგლისში,ბრიტანული პარლამენტის წევრს,არქიტექტურაში ახალგოთიკური მიმდინარეობის თვალსაჩინო წარმომადგენელს და ავტორს საყოველთაოდ გახმაურებული გოთიკური რომანისა – “ვატეკი”.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ გენიალური ინგლისელი რომანტიკოსი პოეტი – ჯორჯ გორგონ ბაირონი ბეკფორდს მოიხსენიებდა,როგორც – “ინგლისის ყველაზე მდიდარ შვილს”.გარდა ამისა,სხვა გამოჩენილი ბრიტანელები (ბაირონის ჩათვლით),უილიამს – “გენიოსს” უწოდებდნენ. (ავტორი გენია.ჯი)
ბეკფორდი ერთადერთი კანონიერი ვაჟი გახლდათ ძალიან მდიდარი მემამულისა და ორჯერ ლონდონის ლორდ-მერის – უილიამ ბეკფორდისა.დედაც წარმომავლობით საკმაოდ გავლენიანი შოტლანდიური გვარის – ჰამილტონების წარმომადგენელი ქალი იყო.ნათლია კი,დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1766-68 წლებში – უილიამ პიტი (უფროსი) გახლდათ.ხუთი წლის ასაკში უილიამი შეხვდა უდიდეს ავსტრიელ კომპოზიტორს – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტს,რომელთან ერთადაც რამოდენიმე მუსიკალური ნაწარმოები შეასრულა.ჯერ კიდევ მცირეწლოვან ბეკფორდს სახვითი ხელოვნება შეასწავლა გამოჩენილმა ინგლისელმა მხატვარ-აკვარელისტმა – ალექსანდრე კოზენსმა. 1770 წელს უილიამს მამა გარდაეცვალა და ოჯახის უმდიდრესი მემკვიდრეობა (ერთი მილიონი ფუნტის ოდენობით,რაც დღესდღეობით 120 მილიონი გირვანქა-სტერლინგის ექვივალენტია) ათი წლის უილიამის ხელში გადავიდა.გარდა ფინანსური რესურსებისა,მის გამგებლობაში აღმოჩნდა ფონტჰილის საგრაფო უილტშირში და იამაიკაზე მდებარე შაქრის უზარმაზარი პლანტაციები.ცნობილია,რომ ბეკფორდი დიდი მოყვარული გახლდათ სახვითი ხელოვნების,წიგნების,ავეჯისა და ყველა სახის ძველებური ნივთების.სიცოცხლის ბოლომდე მან სიძველეების უნიკალური კოლექციაც შეაგროვა.გარდა ამისა,იგი იყო არქეტიპული რომანტიკოსი.მისი განუსაზღვრელი სიმდიდრე კი საშუალებას აძლევდა განეხორციელებინა ისეთი იდეები,რაც სხვებისათვის ყოვლად მიუწვდომელი და წარმოუდგენელი იყო.
1782 წელს, 21 წლის ასაკში მყოფმა უილიამმა ფრანგულ ენაზე დაწერა ნაწარმოები – “ვატეკი”,რომელიც 1786 წელს იქნა გამოქვეყნებული.აღნიშნულმა ნაწარმოებმა,რომელიც გენიალური გერმანელი მწერლისა და პოეტის – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს უკვდავი ნაწარმოების – “ფაუსტის” ერთგვარი ვარიაცია იყო,უილიამს,როგორც დიდ მწერალს უდიდესი პოპულარობა მოუტანა.მიუხედავად ამისა,საზოგადოებაში გავრცელებული ხმების თანახმად,უილიამი გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდა და მას შემდეგ,რაც 1783 წელს იქორწინა არასრულწლოვან გოგონაზე,უმალვე დატოვა დიდი ბრიტანეთი. 1786 წელს უილიამის მეუღლე გარდაიცვალა,თუმცა მათ თანაცხოვრებაში შეეძინათ ორი გოგონა.სამშობლოში დაბრუნების შემდგომ, 1784-93 წლებსა და 1806-20 წლებში არჩეულ იქნა დიდი ბირიტანეთის პარლამენტის წევრად.წიგნებისადმი მისი უდიდესი ინტერესისა და სიყვარულის გამო,დიდი ინგლისელი ისტორიკოსისაგან – ედვარდ გიბონისაგან შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მდებარე გიგანტური და უნიკალური ბიბლიოთეკა შეიძინა.ამავე პერიოდში დაიწყო უილიამმა თავისი ერთ-ერთი უდიდესი გეგმის – “ფონტჰილის სააბატოდ” წოდებული უზარმაზარი გოთიკური სასახლის მშენებლობა.აღნიშნული იდეის განსახორციელებლად დაიქირავა დიდი ბრიტანელი არქიტექტორი – ჯეიმზ უაიეტი.თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება რომ,სასახლის ასაშენებელ მასალად გამოყენებული უნდა ყოფილიყო (როგორც წესი) არა ქვა და აგური,არამედ მხოლოდ ხის მასალა და ცემენტი.თავდაპირველად მშენებლობაზე დასაქმებულ იქნა 500 მუშა,რომლებიც ცვალებადობით დღე და ღამე მუშაობდნენ,თუმცა მალევე მათ კიდევ 450 მუშა შეემატათ და მშენებლობაც ერთი-ორად უფრო სწრაფად გაგრძელდა.”ფონტჰილის სააბატოს” გიგანტური ნაგებობის მთავარი კოშკის სიმაღლე 90 მეტრი სიმაღლის იყო,რომელიც საუბედუროდ,არასათანადო საშენი მასალის გამოყენების გამო ჩამოიქცა.თუმცა მისი აგება ხელახლა დაიწყეს და იმავე სიმაღლის კოში საბოლოოდ 6 წელიწადში კვლავ ააგეს.ბეკფორდის მოთხოვნის საფუძველზე,კოშკის მშენებლობა ისევ ხის მასალითა და ბეტონის გამოყენებით განხორციელდა,რამაც კვლავ მისი დანგრევა გამოიწვია.უილიამმა საბოლოოდ დაასკვნა,რომ კოშკის ასაგებად სხვა უფრო მყარი საშენი მასალა იყო საჭირო და კვლავაც ხელახლა დაიწყო უზარმაზარი კოშკის აგება,რასაც 7 წელიწადი დასჭირდა.საბოლოო ჯამში,სასახლის მშენებლობა დასრულებულ იქნა 1813 წელს.ბეკფორდის გეგმის მიხედვით აგებული “ფონტჰილის სასახლის” შიდა ინტერიერი ოქროთი და ვერცხლით იყო მოვარაყებული.თითოეული ცენტრალური კარის სიმაღლე 10 მეტრს აღწევდა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ამ უზარმაზარი სასახლის ერთ კოშკში უილიამ ტომას ბეკფორდი სრულიად განმარტოებით ცხოვრობდა.საინტერესოა ისიც,რომ მოსამსახურეები,რომლებიც სასახლის გარე პერიმეტრზე ცხოვრობდნენ,მუდმივად 12 ადამიანზე გათვლილ სუფრას დებდნენ იმ საძინებელთან,სადაც მხოლოდ მათი მეპატრონე ცხოვრობდა,თუმცა არც ერთ მათგანს არასოდეს უნახავს თუ როდის შეჰქონდა სუფრა ყველასაგან განცალკევებით მაცხოვრებელ უილიამს საძინებელში.ცნობილია ისიც,რომ ბეკფორდს სასახლეში მხოლოდ ერთადერთხელ ეწვივნენ სტუმრები – დიდი ბრიტანეთის ლეგენდარული ფლოტის ადმირალი – ჰორაციო ნელსონი და მისი საყვარელი ქალი – ემა ჰამილტონი.
1822 წელს უილიამმა იამაიკაზე მდებარე შაქრის პლანტაციები დაკარგა,რამაც მისი ფინანსური მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია.იგი იძულებული გახდა “ფონტჰილის სააბატო”-ს უნიკალური სასახლე ჯონ ფარკვჰარზე 330 000 გირვანქა-სტერლინგად მიეყიდა.გაყიდვიდან სამ წელიწადში (1825 წელი) სასახლის მთავარი კოშკი კვლავ ჩამოინგრა,ხოლო მოგვიანებით კი სასახლის სხვა ნაწილებიც ნანგრევებად იქცა.იმ უზარმაზარი სასახლიდან დღემდე მხოლოდ ჩრდილოეთი ფრთის ნაწილი და ცენტრალური კარები შემორჩა.
თავად უილიამი,”ფონტჰილის სააბატოს” გაყიდვის შემდგომგ,სომერსეტის საგრაფოში მდებარე ბათის დასახლებაში გადასახლდა.კოშკის აგების ცდუნებას მან ვერც იქ გაუძლო და არქიტექტორის – ჰენრი გუდრიჯის პროექტით ააგო კიდეც დღეისათვის “ბეკფორდის კოშკად” წოდებული ნაგებობა.
1882 წლის 2 მაისს უილიამ ტომას ბეკფორდი გარდაიცვალა.მის მიერ დაწერილი გოთიკური ჟანრის ნაწარმოები – “ვიტეკი” კი,აღიარებულ იქნა “გოთიკური აღორძინების” პირველ ნიმუშად ლიტერატურაში. (ავტორი გენია.ჯი)
“ფონტჰილის სააბატო”
უილიამ ტომას ბეკფორდის დღემდე შემორჩენილი კოშკი ქალაქ ბათში