ნოდარ დუმბაძის ნოველიდან – “ძაღლი”
” – ყველაფერს აქვს ქვეყნიერებაზე დასაწყისი და დასასრული,ბაბუა, – დაიწყო მან. – მე დღეს თუ ხვალ გავთავდები.უბედურებაა,როდესაც კაცი შეუცნობელში მიდის,ამიტომ არ მეშინია,რომ გითხრა,ტყუილი იქნება,მეშინია… მაგრამ შენ არ უნდა შეშინდე,ბაბუა… თუ არაფერში მივდივარ,საშიში არაფერია,რადგან არაფერში არაფერი არ არსებობს.თუ მართლა უნდა გარდავიცვალო და მეტი არაფერი,მაშინ მით უმეტეს არ უნდა შეგეშინდეს,ისევ ამ ქვეყნად დავრჩები და სხვა სახით მოვალ,ან ხედ,ან ბალახად.ან ჩიტად,ან ძაღლად… იცოდე,თუ მოვალ,ისევ შენთან მოვალ,მარტო არ დაგტოვებ. და თუ რამეში სითბო,სიხარული და სიყვარული იგრძენი,ქვაც რომ იყოს,იცოდე,ის ქვა ბაბუაშენია… ამიტომ მარტოობის არ შეგეშინდეს,არ იფიქრო,მარტო ვარო.ეს ოდა არ მიმიტოვო,ბაბუა, და ღადარი არ გამიციო”.