თენგიზ ბუაჩიძის რომანიდან – “გზა ბავშვობისაკენ”

“არაფერი არ არის ისე სათუთად გასახსენებელი, როგორც ბავშვობაში აღმოცენებული მეგობრობა”.

***

“ცხოვრება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ურთულესი ფიქრი მასზე”. (ავტორი გენია.ჯი)

***

“და რადგან სხვა არჩევანი არ არსებობს, ჩვენი უკვდავება იმაშია, თუ რანი ვართ დღეს ჩვენ, რომ რაიმედ ვიყოთ მომავალში”.

***

“ყველა თავის ბედნიერებას ეძებს. ეძებს იქ, სადაც შეიძლება მოიპოვოს, ეძებს იქ, სადაც მისთვის არაფერია. თვალახვეული ეძებს. ეძებს, რადგან სჯერა, რომ იპოვის”.

***

“რუსთაველი, ბარათაშვილი და ილია.

რუსთაველი მზეა. იგი ჩემთვის თითქმის გაიგივებულია ქართველ ხალხთან და საქართველოსთან, რადგან,რამდენადაც რუსთაველის გენია ქართველმა ხალხმა შვა, იმდენადვე “შვა” რუსთაველმა ქართველი ხალხი. მისი შედარება არავისთან არ შეიძლება.

ბარათაშვილი ერის განუხორციელებელი პოტენციაა, უდროოდ დაფერფლილი დიდება.

ილია ახალი ქართველი ერის შემქმნელი, მისი სულიერი მამა, მისი ენერგიისა და ინტელექტის განსახიერება”.

***

“სხვისი ხასიათი რომ გაიგო, უპირველეს ყოვლისა, ღრმად და დაკვირვებით უნდა ჩაიხედო საკუთარ თავში, ჩაიხედო შინაგანი არსების იმ ცვალებად კუნჭულში, რომელსაც ხანდახან სული ჰქვია, ხან ქვეცნობიერი, ხან ეშმაკის ლაბირინთი, და შეკრთე: ესაა წინასწარმეტყველი სტიქიონი”.

***

“უარყოფითი უფრო ჰკივის, ვიდრე დადებითი. მხოლოდ სულიერი ცხოვრება გვინარჩუნებს ადამიანობას”.

***

“ჭეშმარიტ ტრაგედიაში დამნაშავე არავინაა”.

***

“ძნელია სიკვდილი. ძნელია, როცა იცი, რომ სამუდამოდ მიდიხარ, როცა თვითონ იცი, რომ კვდები და აღარასოდეს აღარ იქნები”.

***

“როგორ შეგვიძლია ჩვენ, მოკვდავთ, სამყაროს ჰარმონიის შეცნობა, როცა საკუთარი მოსვლაც და წასვლაც ვერ შეგვიცვნია?” (ავტორი გენია.ჯი)

***

“დიდი ტრაგედია უამრავ მცირე ტრაგედიათა მიზეზია”.

***

“იბადებიან ქალები, რომლებიც მხოლოდ უნდა გიყვარდეს, რომლებსაც მხოლოდ უნდა ეფერო. მათი უზადო შინაგანი სიწმინდე ტოლს არ უდებს სულიერ სილამაზეს და გარეგნულ მშვენიერებას…”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>