ალექსანდრე ყაზბეგი – “ეპიზოდი”
დიდებული ქართული ნაწარმოებების – “ხევისბერი გოჩას”,”მამის მკვლელის” და “ელგუჯას” ავტორს,დიდ ქართველ მწერალს – ალექსანდრე ყაზბეგს,როგორც მისი თანამედროვეები ირწმუნებიან შნოიანი ლაპარაკი არ სცოდნია და გარდა ამისა,სიტყვის წარმოთქმაც სრულიად არ ეხერხებოდა.ერთხელ ექიმ გიგო გაბაშვილის ოჯახში სუფრაზე საზოგადოებაში სიტყვა წარმოთქვა ალექსანდრემ,მაგრამ ისეთნაირად,რომ მისმა მეგობარმა და ყაზბეგის შემოქმედების მოტრფიალე ექიმმა უთხრა:
- სანდრო (ასე ეძახდნენ ალექსანდრე ყაზბეგს მეგობრები),თუ გიყვარდე,შენებურად ჩუმად წერე და ხმამაღლა ლაპარაკს თავი დაანებე! (ავტორი გენია.ჯი)